ძებნა
კატალოგი
    Menu Close
    ყველა ჩანაწერი

    მასალების კალკულატორი - აღწერა

    მასალების კალკულატორი - აღწერა

    ბლოგში აღწერილია, თუ როგორ ვქმნით და როგორ მუშაობენ კონსტრუქციების კალკულატორები, რომელიც გეხმარებათ საჭირო რაოდენობის მასალების გამოთვლაში.

     

    კონსტრუქციის კალკულატორები

    ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი კალკულატორებით:

     

    როგორ ვქმნით კალკულატორებს?

    პირველ რიგში აგიხსნით პროცესს,  რომელიც წინ უსწრებს კალკულატორის შექმნას:

    1. ნაბიჯი პირველი - კომპლექსური კონსტრუქციის (სისტემის) წარდგენა:

    • მწარმოებელი აცხადებს, რომ მას აქვს კონსტრუქციის სისტემა, მაგ. ტიხარი თაბაშირ-მუყაოს ფილებით.
    • წარმოადგენს კონსტრუქციის მახასიათებლებს, რომლებიც შესაბამისობაშია სტანდარტების მოთხოვნებთან, მაგ. დატვირთვის კლასი, ნესტგამძლეობა, თბოიზოლაცია, ხმისიზოლაცია, ცეცხლმედეგობა და ა.შ.
    • სთხოვს ექსპერტიზის ორგანიზაციას, შეამოწმოს წარდგენილ სისტემას აქვს თუ არა დეკლარირებული მახასიათებლები.

    2. ნაბიჯი მეორე - სისტემის შემოწმება:

    • ექსპერტიზის ორგანიზაცია იწყებს ლაბორატორიულ კვლევებს, ექსპერიმენტებს.
    • სისტემის შემოწმება ხდება წინასწარ შეთანხმებული ფორმისა და ზომის სამაგალითო ნაგებობა/კონსტრუქციაზე, მაგ. კედელი 2.5x4მ.
    • ექსპერიმენტების შედეგად ორგანიზაცია გასცემს კონსტრუქციისა და მახასიათებლების შესაბამისობის, იგივე ხარისხის, სერტიფიკატს.

    3. ნაბიჯი მესამებოლო ეტაპზე ვერთვებით ჩვენც და იწყება კალკულატორის დაპროგრამება. პროცესი ასეთია:

    • სერტიფიცირებულ კონსტრუქციას თან ერთვის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელშიც განსაზღვრულია:
      • მახასიათებლები
      • მასალების ხარჯი 1 კვ.მ-ზე (ან 1 მეტრზე)
      • მონტაჟის ინსტრუქცია
    • მწარმოებლის დახმარებით ჩვენ ვაანალიზებთ ამ დოკუმენტაციას
    • ვგებულობთ რა პარამეტრების შევსება სჭირდება დაინტერესებულ პირს
    • ვქმნით შესაბამის მონაცემთა ბაზას და ალგორითმებს

    საბოლოოდ თქვენ ღებულობთ მარტივად გამოსაყენებელ და სასარგებლო ინსტრუმენტს. მხოლოდ ერთი რამ გრჩებათ გასაკეთებელი: შეავსეთ პარამეტრები.

     

    როგორ მუშაობს კალკულატორი?

    ჩვენს მაღაზიაში გამოქვეყნებულ ყველა სისტემას თან ერთვის კალკულატორიც. პროდუქტებზე შეხვდებით ასეთ ღილაკს , ან ასეთს , რომელიც გაგიადვილებთ კალკულატორის მიგნებას.

    თქვენ უნდა შეავსოთ პარამეტრები და დააჭიროთ ღილაკს "გამოთვლა".

    კონსტრუქციის მიხედვით შესავსები პარამეტრები განსხვავდება. მაგალითად შეკიდული ჭერის კონსტრუქციას აქვს "შეკიდვის სიმაღლის" პარამეტრი, რაც არ აქვს ტიხრის კონსტრუქციას. ასევე ტიხრის კონსტრუქციას ახასიათებს "კედლის სიმაღლის" პარამეტრი, რაც არ აქვს ჭერს და ა.შ.

    ჯამში, ყველა პარამეტრი, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ კალკულატორში, ქვემოთ არის ჩამოთვლილი:

    • კონსტრუქციის (ჭერის, კედლის, ტიხრის, იატაკის და ა.შ.) ფართობი - ამ ველში მომხმარებელმა უნდა ჩაწეროს კონსტრუქციის  ფართობი და არა ოთახის ფართი, მაგ. თუ აინტერესებს ტიხრის ან კედლის ხარჯების დათვლა, უნდა გაზომოს ტიხრის ფართობი (მხოლოდ ცალი მხარე და არა ორივეს ჯამი). ჭერის და იატაკის სისტემების შემთხვევაში ფართობი ემთხვევა ოთახის ფართს. ხშირად, უხეში ანგარიშისთვის, ფართს პირდაპირ 3-ზე ამრავლენებ, მაგალითად, თუ თქვენი საცხოვრებელი ბინის ფართია 120 კვ.მ, ტიხრების და კედლების ფართის სავარაუდო, უხეში ფართობი იქნება 120x3=360 კვ.მ. ეს მეთოდი რეკომენდებული არ არის, მაგრამ ზოგად წარმოდგენას მასალებზე და ხარჯებზე სწრაფად ვღებულობთ.
    • პერიმეტრი - კონსტრუქციის გვერდების სიგრძეების ჯამი, ძირითადად გამოიყენება ჭერის სისტემებში. 
    • კუთხეების სიგრძე - მომხმარებელმა უნდა ჩაწეროს ჯამური სიგრძე იმ კუთხეების, რომელზეც საჭიროა დამცავი კუთხოვანების მიმაგრება.
    • ტიხრის სიმაღლე - მომხმარებელმა უნდა აირჩიოს დიაპაზონი, რომელსაც მიეკუთვნება მისი კედლის სიმაღლე. კედლის სიმაღლე პროფილების ზომებს და სხვა კოეფიციენტებს განსაზღვრავს.
    • სისქე - ტიხრის, ბათქაშის ფენის (ლესვისას) ან შემოსვის სისქის პარამეტრი.
    • ფილა - გამოიყენება ფილის სახეობის მითითებებისთვის. მომხმარებელი ირჩევს, რომელი ფილა სჭირდება. ნესტგამძლე ფილის დროს ასევე იცვლება ნაკერების დამუშავების ფითხიც.
    • მონტაჟის/შესრულების სერვისი - ყველა სისტემა, რომელიც განთავსებულია ჩვენს საიტზე, მოიცავს მონტაჟსაც. "დიახ" პასუხის არჩევის შემთხვევაში შედეგებში გათვალისწინებული  იქნება შესაბამისი სისტემის მონტაჟის ღირებულებაც.
    • სართულზე ატანა - თაბაშირ-მუყაოს ფილები თითქმის არცერთ ლიფტში არ ეტევა. ტომრების ლიფტში შეტანაზე კი მეზობლებთან გარკვეული პრობლემა იქმნება. ამ პარამეტრით მომხმარებელი აფიქსირებს კარამდე მიტანის სურვლს, რომელიც მოიცავს ფილების და ტომრების ატანას. სხვა პროდუქტების ატანა უფასოა. 
    • დანაკარგის მაჩვენებლი - კალკულატორებში არ არის გათვალისწინებული მასალების დანაკარგის მაჩვენებლი. ამ პარამეტრით მომხმარებელი აფიქსირებს დანაკარგის მოსალოდნელ კოეფიციენტს.

    KNAUF-ის სისტემებში პროდუქტის ხარჯის კოეფიციენტები შემოწმებულია შემდეგი ფორმისა და ზომის კონსტრუქციებით:

    • ტიხრები და შემოსვები: 2.5 მ სიმაღლისა და 4 მ-ის სიგრძის, ფართობით 11 კვ.მ., კონსტრუქცია.
    • ჭერები, იატაკები: 10 მx10 მ კვადრატული ფორმის კონსტრუქცია.

    კალკულატორი არ ითვალისწინებს დანაკარგებს, რომელიც 3-10% ფარგლებში მერყეობს. 

     

     გაეცანით სამშენებლო ტერმინების ლექსიკონს 

     

    საუკეთესო სურვილებით,

    გრინსტოუნი

     

    კომენტარი
    დატოვეთ კომენტარი დახურვა