ძებნა
კატალოგი
    Menu Close

    ჩვენ შესახებ

    ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციისა და მომსახურების ეპოქაში. ინტერნეტმა და ინფორმაციის კოლოსალურმა ნაკადმა შეცვალა ტემპი, ცხოვრების წესი, ურთიერთობები, ჩვენი დამოკიდებულებები. თითოეულ წამს ძალიან დიდი ფასი აქვს. დროის პარალელურად გაიზარდა ნდობის ღირებულებაც, გაცილებით მგრძნობიარეები გავხდით ხარისხის მიმართ, ყველას გვინდა მეტი დრო გავატაროთ საყვარელ ადამიანებთან, მყუდრო და სასიამოვნო გარემოში.

    ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ გავამარტივოთ სამშენებლო პროდუქციის შერჩევა, შეძენა, მიღება და მონტაჟი. გავამახვილოთ ყურადღება სტანდარტსა და ხარისხზე, საგარანტიო მომსახურებაზე. ამის მიღწევას ვცდილობთ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფასებისა და მომსახურებების სტანდარტიზირებით, სანდო პროდუქციისა და სრული სერვისის მოწოდებით.

    ყველამ ვიცით, რომ:

    1. ელიავაზე და სხვა ფიზიკურ მაღაზიებში სიარულს მიაქვს ძვირფასი დრო და ენერგია
    2. შემსრულებლებსა და დამკვეთებს შორის მოლაპარაკებისას ხშირად (ორივე მხარეს) ჩნდება არასასურველი კითხვები და უნდობლობა
    3. ცოდნა მასალებისა და მათი საჭირო რაოდენობების შესახებ კრიტიკულია სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის
    4. თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი და მობილური, გაცილებით ეფექტურს ხდის სასარგებლო ინსტრუმენტების (მაგ. კალკულატორი), ხელოსნების, არიქტექტორების, დიზაინერების, პროდუქტების შემოთავაზებას, აჩენს დროის დაზოგვის შესძლებლობას
    5. ვირტუალურ მაღაზიაში შესვლა, სასარგებლო შემოთავაზებების გაცნობა და შეძენა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, მობილურით, ან კომპიუტერით, ნებისმიერი ადგილიდან

    ამ ძირითადი მიზეზებით, ფიზიკურ მაღაზიას, ინტერნეტ მაღაზიის გახსნა ვამჯობინეთ.

     

    წარმომადგენლობა

    დღეისათვის, ჩვენ ვართ ოფიციალური პარტნიორები შემდეგი მწარმოებლების:

    “Knauf საქართველო”
      “Caparol საქართველო”

    ვთანამშომრლობთ მხოლოდ სანდო, სტანდარტების მქონე პროდუქციისა და სერვისების მომწოდებლებთან. ვმუშაობთ ასეთების მოძიებაზე, შერჩევაზე, მათი პროდუქციისა და სერვისის შემოთავაზებაზე. 

     

    ჩვენი მომსახურებები

    www.greenstone.ge გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად:

    • მასალების კალკულატორები
    • ტრანსპორტირება
    • პროდუქტების სართულზე ატანა
    • გარანტია მასალებზე და კონსტრუქციაზე
    • ინფორმაცია კონსტრუქციების და მასალების შესახებ
    • გადახდა სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად
    • შეუზღუდავი ონლაინ დახმარება ჩვენი ჩათის და ელ. ფოსტის გამოყენებით info@greenstone.ge
    • მწარმოებლების ექსპერტების უფასო კონსულტაციები
    • ვირტუალური კალათა - კალათში პროდუქტები ინახება მუდმივად, სანამ არ წაშლით
    • მისამართების მართვა - შენაძენს მოგაწვდით მითითებულ მისამართზე, რომელსაც შეგინახავთ, რომ აღარ მოგიწიოთ შევსება მომავლაში
    • შეკვეთების ისტორია - დაათვალიერეთ განთავსებული შეკვეთები, მათი სტატუსები, ინვოისები
    • პროდუქტების შეფასება - გაუზიარეთ სხვებს თქვენი შეხედულებები და გაეცანით სხვების მოსაზრებებს პროდუქციის შესახებ

     

    კეთილი  სურვილებით,

    www.greenstone.ge